შოთა ადამაშვილის მუსიკალური კარიერა

< ბიოგრაფია >

შოთა ადამაშვილი დაიბადა 1988 წლის 12 თებერვალს ქალაქ ბოლნისში, კერაია-ადამაშვილების ოჯახში. ის ერთი უბრალო ბოლნისელი ბიჭი იყო, რომელსაც მუსიკის შესახებ მწირი ინფორმაცია ჰქონდა და მხოლოდ წიგნების კითხვაში ატარებდა თავისუფალ დროს. მისი კარიერა თბილისში ჩამოსვლითა და მიწისქვეშა გადასასვლელებში სიმღერით იწყება.
შოთა ადამაშვილი 17 წლამდე ბოლნისში იზრდებოდა, პატარა ქალაქში ინფორმაცია მუსიკის შესახებ იყო ძალიან მწირი, ამიტომ ძირითადად წიგნებში იყო ჩაფლული და The Beatles-ს მუსიკას უსმენდა. მუსიკოს დედას კი სურდა, რომ შვილებს მუსიკალური განათლება ჰქონოდათ და ხალხური სიმღერების ანსამბლი ჩამოეყალიბებინათ. შოთას ფორტეპიანოსა და გიტარაზე სიარულს სთხოვდა, მაგრამ ამაოდ. როგორც მომღერალი აღნიშნავს მან გიტარის შესწავლა მხოლოდ დედის იტალიაში წასვლის შემდეგ დაიწყო.

’’ თბილისში როდესაც ჩამოვედი ინტერნეტის პრობლემა იყო, 19 წლის ვიყავი როდესაც სახლში ინტერნეტი შევიყვანეთ. თსუ-ის მე-6 კორპუსის კომპიუტერების ოთახში ავდიოდი და Elvis Presley-ის სიმღერებს ვიწერდი, შემდეგ საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი და ვინილებზე ვუსმენდი’’

“სახალხო პროექტების” მიმართ მისი დამოკიდებულება

უნივერსიტეტის სწავლების ბოლო კურსზე სამხედრო სამსახურში წავიდა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მოახერხა პროექტ ’’ნიჭიერში’’ მონაწილეობის მიღება, რამდენიმე წლის შემდეგ, კი პროექტ ’’ახალ ხმაში’’ გამოვიდა მეგობრის რჩევით, მაგრამ მიხვდა, რომ ის ამპროექტში დაიკარგებოდა, რადგანაც მრავალფეროვნებას სთხოვდნენ, ’’ქანთრი’’ კი ამერიკისგან განსხვავებით საქართველოში გავრცელებული და განვითარებული ჟანრი არ იყო. როგორც თავად ამბობს, რამდენიმე წლით უკან რომ შეეძლოს დაბრუნება ამ კონკურსებში მონაწილეობას არ მიიღებდა, რადგან ხალხმა სულ სხვანაირად გაიცნო, ვერ შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა და პროექტების დასრულებასთან ერთად მისი პოპულარობაც დასრულდა.
’’ვთვლი, რომ ასეთი კონკურსები ჩემთვის გათვლილი არაა, მე უფრო ვიწრო პროფილის მომღერალი ვარ და ყველაფერს ვერ ვმღერი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ მონაწილეობა აღარ მივიღო ასეთ პროექტებში.

პროექტი – “ახალი ხმა”

2009 წლიდან ქუჩაში დაკვრით ირჩენდა თავს, ხოლო 2015 წლიდან ბარებსა და კარაოკეებშიც დაიწყო დაკვრა. მალევე მეგობარ ანრი გოგიტაურთან ერთად შექმნა ბენდი ’’Windshield“. აქედან უკვე დაიწყო მათი წარმატება, განსაკუთრებულად დიდ წარმატებად მომღერალი ჯგუფ ’’Windshield“– თან ერთად კავკასიის დაჯილდოების მოგებას მიიჩნევს, ’’ერთად საკუთარი მუსიკით გარკვეული პლატფორმები დავიკავეთ”.

შოთა ადამაშვილის თქმით, მისი სამომავლო გეგმა სწორი პუბლიკის შერჩევა და იქ დაკვრაა. იგი ძალიან კმაყოფილია თავისი პროფესიული არჩევანით, თვლის, რომ საკუთარ თავს ყველაზე უკეთ სიმღერაში გამოხატავს. თავის ხილვას ისურვებდა ამერიკის იმ შტატებში სადაც’’ქანთრის“ჟანრი პოპულარულია. ამჟამად, კი ჯგუფთან ერთად ალბომის ჩაწერაზე მუშაობს და ფესტივალ ’’ტრანსკავკაზიითვის“ ემზადება, რომელიც 21 ივლისს ვარშავაში გაიმართება.